დამრიგებელი მოსწავლის მრჩევლად მოიაზრება.
დამრიგებლის მიზანია ჯანსაღი, ეროვნული და ზოგადსაკაცობრიოღირებულებების მქონე პიროვნების აღზრდა. სასწავლო პროცესის მართვა,მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების მონიტორინგი, მშობელთათვისინფორმაციის დროული მიწოდება.ვეცდები ჩემს მიერ შემუშავებულისადამრიგებლო პროგრამა, კლასის ხელმძღვანელის სამუშაო გეგმა დაჩატარებული კლასის საათები სწორედ ამ მიზნების განხორციელებაზე იყოსორიენტირებული.
●მოსწავლისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს თუ როგორ გარემოში იმყოფება იგი,ამიტომ ვეცდები კლასში შევქმნა კარგი, მშვიდი, მოხერხებული სასწავლოგარემო, სადაც მოსწავლე იგრძნობს მასწავლებლისა და ამხანაგებისმხარდაჭერას.
●თანამშრომლობითი საქმიანობა მაშინაა წარმატებული, თუ ადამიანს გააჩნიასოციუმში ქცევის უნარი, ამიტომ ვეცდები კლასში შევქმნა თანამშრომლობითიატმოსფერო და ვიზრუნო მათში სოციალური უნარჩვევების ჩამოყალიბებაზე,ხელი შევუწყო თითოეული მოსწავლის სასწავლო პროცესში ინტეგრციას.
● ვეცდები ჩემი, როგორც დამრიგებლის საამღზრდელო მუშაობა მიმართულიიყოს პიროვნების ფიზიკური, ფსიქიკური, სოციალური და სულიერიგანვითარებისაკენ. ჩემი სააღმზრდელო მუშაობის მთავარი პრინციპიფიზიკურად და ფსიქიკურად ჯანსაღი მოქალაქის აღზრდა იქნება.
● ყველა ბავშვი უნიკალურია, ისინი დაჯილდოვებულნი არიან განსხვავებულინიჭითა და შესაძლებლობებით, ვეცდები მათი გამოვლენისათვის შევუქმნასათანადო პირობები და ხელი შევუწყო მათი შინაგანი ძალების აქტივაციას.
● სასწავლო პროცესის დაგეგმვაში მოსწავლეთა ჩართულობა ხელს უწყობსმათში პასუხისმგებლობისა და ვალდებულების გრძნობის ამაღლებას. მათიჩართულობის ხელშესაწყობად მონაწილეობას მივაღებინებ აქტივობების(ზეიმები, ლაშქრობები და სხვა.) დაგეგმვასა და ამ დროს წამოჭრილიპრობლემების მოგვარებაში. ვეცდები მათი ინტერესები მაქსიმალურადგავითვალისწინო. ამგვარი ჩართულობა მოსწავლეს განუვითარებს ისეთუნარჩვევებს, რომლების დაეხმარება მათ დამოუკიდებლად მოაგვარონცხოვრებაში წამოჭრილი სირთულეები.
● ვეცდები ჩემი უთიერთობა მოსწავლეებთან ემყარებოდეს თანამშრომლობას,ურთიერთპატივისცემასა და ურთიერთნდობას, ჩემი მიზანი იქნება კლასშითანამშრომლობითი გარემოს შექმნა.
● სისტემატურად მექნება საუბარი მათ უფლებებსა და მოვალეობებზე.შევეცდები დავარწმუნო ისინი მათი შესრულების აუცილებლობაში.
● მოსწავლეზე დადებითად აისახება მასწავლებლისა და მშობლისთანამშრომლობა, ვეცდები მჭიდროდ ვითანამშრომლო მოსწავლეთა მშობლებთან- დროულად მივაწოდო ინფორმაცია მათი შვილების ყოფაქცევისა თუაკადემიური მოსწრების შესახებ ასევე ვეცდები მივიღო ინფორმაცია მათიოჯახური პირობების, ქცევის, მისწრაფებების, ჩვეულებების შესახებ, რომელთაცმიზნობრივად გამოვიყენებ.ვითანამშრომლებ საგნის მასწავლებლებთან დაგამოვიკვლევ მათ აკადემიურ მდგომარეობას, დავეხმარები სიძნელეებისდაძლევაში.
● თითოეული მოსწავლის შესახებ ინფორმაცია იქნება კონფიდენციალური.
|
მიმართულება
პიროვნული და მორალური განვითარება
თემა 3
ემოციები
დამრიგებელი უხსნის მოსწავლეებს, რომ სხვადასხვა მოვლენასა თუ ამბავზე ჩვენ სხვადასხვაემოციებს განვიცდით. დამრიგებელი ეკითხება მოსწავლეებს, თუ რას გრძნობენ ისინი, როდესაც საჩუქარს ჩუქნიან.
- სიხარულს! - პასუხობენ ბავშვები. დამრიგებელი ხატავს გახარებულ კაცუნას დაფაზე. დამრიგებელი სთხოვს მოსწავლეებს, გაიხსენონ შემთხვევა, რამაც ისინი ძალიან გაახარა. ბავშვებს ეძლევათ 10 წუთი, რათა ერთმანეთს გაუზიარონ შთაბეჭდილებები. შემდეგ დამრიგებელი ეკითხება მათ, თუ რას იგრძნობენ, თუკი მეგობარი უსამართლოდ მოექცევათ.
დამრიგებელი დაფაზე ხატავს გაბრაზებულ კაცუნას. შესაძლებელია, ბავშვებმა გაიხსენონ შემთხვევები, როდესაც ისინი გაბრაზდნენ, მაგრამ ამ დროს დამრიგებელი ძალიან ფრთხილად უნდა იყოს, რათა ბავშვებმა არ გამოთქვან ვინმეს მიმართ უკმაყოფილება ან არ გამოამჟღავნონ აგრესია.
- რას იგრძნობთ, ახლა რომ ჩვენს კლასში ნიანგი შემოვიდეს?
დამრიგებელი ხატავს შეშინებულ კაცუნას.
შესაძლებელია, მოსწავლეებმა გაიხსენონ შემთხვევები, როდესაც მათ შიში განიცადეს.
- რას იგრძნობთ, მასწავლებლის მაგივრად კლასში წითელქუდა (ფიფქია, კონკია) რომ დაგხვდეთ?
დამრიგებელი ხატავს გაოცებულ კაცუნას.
დამრიგებელი უხსნის მოსწავლეებს, რომ ზოგჯერ მსახიობები ემოციებს საუბრის გარეშე გამოხატავენ. ამ ჟანრს პანტომიმა ჰქვია. დამრიგებელი სთხოვს მოსწავლეების ნაწილს, მიმიკითა და მოძრაობით გამოხატოს ემოციები, დანარჩენებმა კი უნდა გამოიცნონ ისინი.
დამრიგებელი აჯამებს შეხვედრას, ამბობს, რომ ურთიერთობისას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სხვათა ემოციის გამოცნობას და გაგებას, მაგ., თუ შევამჩნევთ, რომ ჩვენი მეგობარი მოწყენილია, ის უნდა ვანუგეშოთ ან გავამხიარულოთ.
თემა 7
ადამიანთა შორის მსგავსება და განსხვავება
მსგავსება
დამრიგებელი ესაუბრება მოსწავლეებს, რომ ადამიანებს ძალიან ბევრი გვაქვს საერთო, ბევრი თვისებით ვგავართ ერთმანეთს, მაგრამ თან განვსხვავდებით.
დამრიგებელი მოსწავლეებს შემდეგ დავალებას სთავაზობს: მე დაგისვამთ შეკითხვებს და თუ მეთანხმებით, ხელი აწიეთ.
დამრიგებელი შეკითხვებს სვამს კლასის თავისებურების გათვალისწინებით.
დავალების შესრულებისას აღმოჩნდება, რომ ზოგი რამ მთელ კლასს უყვარს, ზოგი კი - მხოლოდ ნაწილს.
დამრიგებელს შეუძლია შემდეგი აქტივობები დაგეგმოს:
აქტივობა 1.
ბავშვებმა თვითონ უნდა დაასახელონ მსგავსება ერთმანეთს შორის. დამრიგებელი იწყებს თამაშს და ასახელებს იმ ბავშვს, რომელთანაც რაიმე რეალური მსგავსება აქვს, მაგ, ანას, რომელსაც მისი ფერის თმა აქვს, ან იმავე ქალაქში დაიბადა, რომელშიც თვითონ. შემდეგ ანა ასახელებს სხვა მოსწავლეს, რომელთანაც ის რაიმე მსგავსებას აღმოაჩენს. აქტივობა გრძელდება მანამ, სანამ ყველა ბავშვი არ მიიღებს მონაწილეობას.
მცირერიცხვოვან კლასში კი დამრიგებელმა მოსწავლეთა საერთო ინტერესები სხვა ფორმით უნდა გამოავლინოს.
აქტივობა 2. „ქარი ქრის მათთვის, ვისაც უყვარს. . .“
მიზანი - კლასის შეკვრა, განტვირთვა, ჯგუფის წევრების უკეთ გაცნობა.
ხანგძლივობა: 10 - 15 წუთი.
ჯგუფი შედგება 16 ბავშვისაგან.
მოსწავლეები სხდებიან წრეში, მაგრამ სკამების რაოდენობა ერთით ნაკლებია.
თამაშს იწყებს დამრიგებელი. ის უხნის მოსწავლეებს, რომ წრის შუაგულში მყოფმა მოსწავლემ უნდა დაასახელოს თავისი თვისება ან ინტერესი. თუ ჯგუფის სხვა წევრებსაც აღმოაჩნდებათ მსგავსი თვისება ან ინტერესი, მათ ადგილი უნდა გაუცვალონ ერთმანეთს. თუ ჯგუფის რომელიმე წევრს სკამზე დაჯდომა დაასწრეს, მაშინ ის გახდება წამყვანი და დაასახელებს თავის თვისებას ან ინტერესს.
თამაშს დამრიგებელი იწყებს: „ქარი ქრის მათთვის, ვისაც უყვარს ხატვა. . .“
ადგილს ის მოსწავლეები უცვლიან ერთმანეთს, რომელთაც უყვართ ხატვა.
თამაშის დასასრულს დამრიგებელი საუბრობს იმაზე, რომ ჩვენი სამყარო იმითაა საინტერესო, რომ ყველას სხვადასხვა თვისება, ნიჭი და ინტერესი გვაქვს.
იგი სთავაზობს მოსწავლეებს წარმოიდგინონ, თუ როგორი იქნება სამყარო, ყველანი
ზუსტად ერთნაირები რომ ვიყოთ.
განსხვავება
დამრიგებელი მოსწავლეებს ეუბნება, რომ ადამიანები - დიდებიც და პატარებიც, ქალებიცდა კაცებიც, ბიჭებიც და გოგონებიც - ერთმანეთისაგან განვსხვავდებით. ეს განსხვავება მდგომარეობს გარეგნობაში, ინტერესებში, აზრებსა და შეხედულებებში.
ადამიანები ზოგჯერ ერთსა და იმავე სიტუაციაში განსხვავებულად ვიქცევით და სხვადასხვაგვარად გამოვხატავთ განცდებს.
აქტივობა 1. „სიტუაცია და განცდები“
მასალა: ჰერლუფ ბიდსტრუპის ნახატი (ნახატი 1. გვ. 25).
დამრიგებელი თითოეულ მონაწილეს ურიგებს ჰერლუფ ბიდსტრუპის ნახატს, რომელზეც გამოსახულია ერთი სიტუაცია და ოთხი სხვადასხვა ადამიანის განცდა და ქცევა. დამრიგებელი სთხოვს ბავშვებს, დააკვირდნენ და შემდეგ აღწერონ სიტუაცია და თითოეული ადამიანის განცდები. დამრიგებელი ბავშვებთან ერთად მსჯელობს იმის შესახებ, რომ კონკრეტული სიტუაციის მიმართ ადამიანების დამოკიდებულება განსხვავებულია და, შესაბამისად, მათი განცდებიც სხვადასხვაგვარია.
დამრიგებელი მოსწავლეებს უყვება დიდაქტიკურ ზღაპარს.
წითური კნუტი
ერთი პატარა ქალაქის სხვენში პატარა კნუტი ცხოვრობდა მშობლებთან და და-ძმებთან ერთად. ჩვენიკნუტი ოჯახში ყველაზე უმცროსი და თან, წარმოიდგინეთ, წითური იყო.
საინტერესო იყო ის ფაქტი, რომ ქალაქის ყველა კნუტი და კატა ნაცრისფერი გახლდათ. ზოგი მუქინაცრისფერი იყო, ზოგი - ღია, ზოგიც - თეთრი ნაცრისფერი ზოლებით. მაგრამ არავინ, სულ არავინ იყოწითური.
ერთ დღეს ჩვენს პატარა კნუტს უსიამოვნო ამბავი გადახდა თავს. როდესაც კნუტი ეზოში სასეირნოდჩავიდა, იქ ორი სიამის კნუტი დახვდა, რომლებიც ძალიან მხიარულად თამაშობდნენ ბურთს.
წითურ კნუტს ძალიან მოუნდა მათთან თამაში და ჰკითხა:
- თქვენ ისე კარგად თამაშობთ და მხიარულობთ, შემიძლია მეც რომ შემოგიერთდეთ? - არ ვიცით, -უპასუხეს კნუტებმა, - შემოგვხედე, ჩვენ როგორი ლამაზები ვართ, მუქი ნაცრისფრები, შენ კი რაღაცუცნაური ხარ, შენნაირი კნუტი არასდროს გვინახავს.
ამ დროს მათ მეზობელი ეზოდან ძალიან ცელქი კნუტი შეუერთდათ. წითური კნუტი დაათვალიერადა უთხრა: „რა სასაცილო ხარ! წითური და პატარა. შემთხვევით წრუწუნა ხომ არ ხარ?“
ძალიან ეწყინა წითურ კნუტს. სახლში მოწყენილი დაბრუნდა. მას შემდეგ ჭამის მადა დაკარგა დაცუდად ეძინა. ეზოში სეირნობასაც თავი დაანება. მთელ დღეებს ფანჯრის რაფაზე ატარებდა. დედიკოსკი ეუბნებოდა, რომ უბრალოდ რაფაზე ჯდომა მოსწონდა.
სინამდვილეში კი ეშინოდა, რომ ეზოში არავინ ეთამაშებოდა.
ერთ მოღრუბლულ დღესაც იჯდა მოწყენილი კნუტი და ეზოში იყურებოდა. დღეც ძალიან მოწყენილიიყო. ჟამი და ნაცრისფერი.
ამ დროს ღრუბლებიდან მზის სხივმა გამოანათა და სრულად შეცვალა არემარე. კნუტიც კიგამოაცოცხლა. „რა კარგია მზე“, - გაიფიქრა კნუტმა თავისთვის, - „ის ყველას უყვარს, ათბობს დაახალისებს. მაგრამ მზეც ხომ ზოგჯერ ჩემსავით წითურია? ნუთუმეც შემიძლია, რომ გავახალისო ჩემსგარშემო კატები?“. ამ აზრით აღფრთოვანებულმა გადაწყვიტა ეზოში ჩასვლა.
როდესაც წითური კნუტი ეზოში ჩავიდა, იქ მთელი აურზაური დახვდა. ხეზე ძალიან პატარა თეთრიკნუტი იჯდა და ტიროდა. როგორც ჩანს, ძირს ჩამოსვლისა ეშინოდა. ხის გარშემო შეშინებული კატებიშეკრებილიყვნენ და ნერვიულობდნენ, თეთრი კნუტი ხიდან არ ჩამოვარდნილიყო.
ჩვენი წითური ფისო მამაცად ახტა ხეზე და პატარა კნუტიც უვნებელი ჩამოიყვანა.
ხის გარშემო შეკრებილმა კატებმა ტაში დასცხეს. „შეხედეთ, რა ყოჩაღია ჩვენი კნუტი! მამაცი! თანროგორი საყვარელია? პატარა მზეს ჰგავს!“
წითური კნუტი ძალიან ბედნიერი იყო იმ დღეს. მან თეთრი კნუტი დაიხსნა განსაცდელისაგან და,როგორც იქნა, სხვა კატებმა მასში დადებითი თვისებები აღმოაჩინეს.
თემა 8
ადამიანების დახმარება, ალტრუიზმი; როგორ ვეხმარებით სხვებს? ჩვენ როგორ გვეხმარებიან?
დამრიგებელი ეკითხება მოსწავლეებს: რას ნიშნავს ნამდვილი მეგობარი?
ის აჯამებს მოსწავლეთა მოსაზრებებს და ხაზს უსვამს, რომ ნამდვილი მეგობარი მხარში უდგას მეგობრებს. ეხმარება მათ და საჭიროების შემთხვევაში ამხნევებს.
დამრიგებელი ეუბნება ბავშვებს, რომ ისინი სულ ორი წელია, რაც ერთ კლასში სწავლობენ,მაგრამ ალბათ უკვე ძალიან ბევრ რამეში დაეხმარნენ ერთმანეთს. ზოგმა ფანქარი ათხოვა მეგობარს, ზოგმა - კალამი, ზოგი ამოცანის ამოხსნაში დაეხმარა მას, ზოგი კი კანფეტებით გაუმასპინძლდა კლასელებს.
დამრიგებელი სთხოვს მოსწავლეებს, გაიხსენონ, თუ როგორ დაეხმარნენ მათ თანაკლასელები, მშობლები, თვითონ როგორ დაეხმარნენ სხვებს.
დამრიგებელს შეუძლია აქაც დიდაქტიკურ ზღაპარი გამოიყენოს.
ფლო
ყვავილების მინდორზე პატარა ყვავილი ამოვიდა. თვალი გაახილა თუ არა, გარშემო ნაირფერი, ლამაზი ყვავილები დაინახა. არცერთი ყვავილი არ ჰგავდა ერთმანეთს. ზოგი ყვითელი იყო დიდი ფოთლებით, ზოგიც - წითელი. ყვავილები სიყვარულით მიესალმნენ ახლად ამოსულ ყვავილს და სახელად ფლო შეარქვეს.
დილაობით ყვავილები ჯერ მზეს ესალმებოდნენ, შემდეგ - ერთმანეთს და შემდეგ კი ყველა თავისი საქმით კავდებოდა. ხოლო საღამოობით ყველაზე საინტერესო იწყებოდა: უფროსი ყვავილები პატარებს უყვებოდნენ, რა ხდებოდა მინდორზე მათ დაბადებამდე. ერთ საღამოს ამბის თხრობა ბაბუა ზამბახმა დაიწყო. . .
- ეს ამბავი გასულ ზაფხულს მოხდა. ძალიან მშვიდი ზაფხული იყო, არაფერი მნიშვნელოვანი არ ხდებოდა. მხოლოდ ცაში ძალიან მაღლა, მიფრინავდნენ ძმები: ქარი და წვიმა.
თან იმდენად მაღლა მიფრინავდნენ, რომ დედამიწაზე მათ არსებობას ვერავინ ამჩნევდა. სიჩუმეში მათ გაიგონეს, როგორ ამბობდნენ ყვავილები, რომ ისინი დედამიწაზე ყველაზე მეგობრული არსებები არიან.
ძმებმა მათი გამოცდა გადაწყვიტეს. პირველი საქმეში ქარი ჩაერთო. მან იმდენად ძლიერად დაუბერა, რომ ყვავილებს ლამის ფესვიანად გლეჯდა. ყვავილებმა ფოთლები ჩაჰკიდეს და ისე მაგრად ჩაეჭიდნენ ერთმანეთს, რომ ქარი დარწუნდა მათ მეგობრობაში და თავი დაანება. მაშინ საქმეში წვიმა ჩაება და კოკისპირული წვიმა დაუშვა. მაღალმა, დიდფოთლებიანმა ყვავილებმა თავისი განიერი ფოთლები გადააფარეს პატარებს.
მხოლოდ მაშინ დარწმუნდნენ ძმები ყვავილთა ერთგულებაში.
ასე დასრულდა ბაბუა ზამბახის ისტორია.
ფლო ამ ამბის მოსმენის შემდეგ ძალიან ბედნიერი იყო, ვინაიდან მიხვდა, რომ იქ დაიბადა, სადაც ყველაზე მეგობრული არსებები ცხოვრობენ.
თემა 9
მეორეკლასელის სირთულეები სკოლაში
დამრიგებელი ესაუბრება მოსწავლეებს იმის შესახებ, რომ ყველა ადამიანის ცხოვრებაში აქვს ადგილი გარკვეულ სირთულეებს, რაც ზოგჯერ ცუდ ხასიათზე გვაყენებს.
(შესაძლებელია, ასეთი საუბარი დაუკავშირდეს კონკრეტულ შემთხვევას).
დამრიგებელი სთავაზობს მოსწავლეებს, გააკეთონ „სირთულეების ყულაბა“, რომელშიც ყველა თავის სირთულეს ჩაყრის. შეიძლება მოსწავლეებმა ხელის აწევით დაასახელონ ეს სირთულეები, ან მასწავლებელმა მსუბუქი ბურთი გადაუგდოს რომელიმე მოსწავლეს და სთხოვოს წინადადების დასრულება, მაგ., „სკოლაში მეორეკლასელებს უჭირთ. . . .“ შესაძლებელია მოსწავლეებმა დახატონ რთული სიტუაციები და შემდეგ ისაუბრონ მათი გადაჭრის გზებზე.
აქაც შესაძლებელია დიდაქტიკური ზღაპრის გამოყენება.
პატარა ნიანგის გასაჭირი
ერთ განიერ და წყნარ მდინარეში პატარა ნიანგი ცხოვრობდა. მას გრძელი კუდი და ბასრი კბილებიჰქონდა. პატარა ნიანგი, ისევე როგორც მდინარის სხვა 7 წლის ნიანგები, მდინარის სკოლაში დადიოდა.პირველ დღეებში ნიანგს ძალიან მოსწონდა და ეხალისებოდა სკოლაში სიარული, მაგრამ თანდათანჩვენმა ნიანგმა ძალიან მოიწყინა, ვინაიდან მისი „საქმეები“ სკოლაში არც თუ ისე კარგად მიდიოდა. მასარაფრით გამოსდიოდა ყვინთვა და მწერებისთვის თავის მორად მოჩვენება. მის ყველა კლასელს ესყველაფერი უკვე I კლასში გამოსდიოდა. მასწავლებელიც, ქალბატონი ნიანგი, ამ ჩვენი პატარა ნიანგისგარდა, ყველა მოსწავლეს აქებდა. ზოგჯერ კიდევაც ეჩხუბებოდა და შეწუხებული ლურჯვარსკვლავებსაც უწერდა. ამ მთელ უბედურებას ისიც ემატებოდა, რომ ჩვენს პატარა ნიანგს კლასელებიდასცინოდნენ და არ ემეგობრებოდნენ.
დედა ნიანგი ამას ძალიან განიცდიდა და მუდამ სვამდა კითხვას, თუ ვის ჰგავდა ეს პატარა ნიანგი. მამანიანგი ტუქსავდა და ხშირად თავის ბავშვობის შესახებ უყვებოდა: „მე, როდესაც შენხელა ვიყავი,ყველაზე ღრმად ვყვინთავდი კლასში და მორად თავის მოჩვენება ისე კარგად გამომდიოდა, რომპეპლები მხოლოდ ჩემზე სხდებოდნენ და შენ რაღა გჭირს?“
რა უნდა ეპასუხა პატარა ნიანგს? ის თვითონაც განიცდიდა თავის წარუმატებლობას. პატარა ნიანგიმასწავლებელს ყურსაც აღარ უგდებდა, ვინაიდან თვლიდა, რომ მაინც ვერაფერს გაიგებდა.
ერთ დღეს მათ კლასში მეზობელი მდინარიდან ახალი პატარა ნიანგი გადმოვიდა. ახალი ნიანგი ჩვენპატარა ნიანგს დაუმეგობრდა.
- რატომ მეგობრობ ჩემთან? - ჰკითხა ერთ დღეს პატარა ნიანგმა. - მე ხომ ისეთი უნიჭო ვარ, რომ ჩემთანარავინ მეგობრობს. ახალმა ნიანგმა ძალიან გაიკვირვა, რა გჭირს ასეთი, ცოტა მონდომება გაკლიაო.
ამ საუბრის შემდეგ პატარა ნიანგი ძალიან შეიცვალა. დილით ადრე დგებოდა და იწყებდა იმისგამეორებას, რაც მასწავლებელმა წინა დღეს ასწავლა. საშინაო დავალებებს დიდიმონდომებით,სიზარმაცის გარეშე ასრულებდა. მასწავლებელს ყურადღებით უსმენდა, მის თითოეულილეთს იმახსოვრებდა და შემდეგ იქამდე იმეორებდა, სანამ კარგად არ გამოუვიდოდა. როგორც იქნა,პატარა ნიანგმა ისწავლა ყვინთვა და თავის მორად მოჩვენება. მასწავლებელი უკვე ხშირად აქებდა დასხვა პატარა ნიანგებიც უფრო ხშირად რთავდნენ მას თამაშებში.
- აი, ხომ გეუბნებოდი, ყველაფერს შეძლებ, თუ მოინდომებ-მეთქი? - ეუბნებოდა ახალგადმოსულინიანგი.
პატარა ნიანგი უკვე აღარ ფიქრობდა, რომ უნიჭო იყო. უბრალოდ მიხვდა, რომ ყველაფერს მონდომებადა გამეორება სჭირდება. წლის ბოლოს კი ნიანგი მხოლოდ წითელ ვარსკვლავებს იღებდა. მშობლებიძალიან ბედნიერები იყვნენ შვილის წარმატებით. პატარა ნიანგი ძალიან ბედნიერი იყო და ხშირადიმეორებდა: „მე კარგად ვსწავლობ, მე ეს შემიძლია!“
მიმართულება
გარემოსდაცვითი კულტურა და ცხოვრების ჯანსაღი წესი
თემა 1
გარემოს სისუფთავეზე ზრუნვა (კლასის, ეზოს, ქუჩის მოფრთხილება, ხეების მოვლა)
აქტივობა 1. „ხეების მოვლა“
მიზანი: წელიწადის დროების შესწავლა, დაკვირვება ბუნებაში მიმდინარე ცვლილებებზე. დაკვირვების, კვლევის და ექსპერიმენტის ჩატარების უნარის განვითარება.
აღნიშნულ აქტივობას დამრიგებელმა სკოლის ეზოში ან სკოლასთან ახლოს მდებარე პარკში სეირნობისას უნდა მიმართოს.
აქტივობა წყვილებში მიმდინარეობს.
წყვილებმა სკოლის ეზოში ან პარკში უნდა ამოირჩიონ თავიანთი ხე. ხშირად მიაკითხონ ამ ხეს. გააკეთონ ხის ჩანახატები წელიწადის სხვადასხვა დროს. გაზომონ მისი გარშემოწერილობა, შეაგროვონ და გაახმონ მისი ფოთლები და ნაყოფი. შემდეგ მათგან გააკეთონ აპლიკაციები ან სათამაშოები.
წყვილებმა ამორჩეული ხის შესახებ უნდა შეაგროვონ ინფორმაცია. შესაძლოა მათ გამოიკვლიონ ის მწერები, ფრინველები და ცხოველები, რომლებიც ხეზე ან ხის გარშემო ბინადრობენ. დააკვირდნენ, თუ როგორ იქცევიან ისინი წელიწადის სხვადასხვა დროს.
წყვილებმა ხის ერთ-ერთი ტოტის ქვეშ უნდა გაშალონ თეთრი ქაღალდი და ტოტი შეარხიონ, შეაგროვონ ქაღალდზე ჩამოცვენილი მწერები და ქილაში მოათავსონ. შემდეგ მათ ქილაში უნდა ჩაულაგონ კენჭები, ხის ტოტები, ხილის ნაჭერი და დააკვირდნენ. წყვილებმა მოკლედ უნდა ჩაიწერონ დაკვირვების მონაცემები.
წლის ბოლოს წყვილები წარმოადგენენ ნახატებს, შეგროვილ ინფორმაციას და დაკვირვების მონაცემებს.
ეს აქტივობა დაეხმარება ბავშვებს წელიწადის დროების შესწავლაში. ბავშვები დააკვირდებიან და შეიგრძნობენ ბუნებაში მიმდინარე ცვლილებებს. შეისწავლიან მწერებს, ფრინველებს. მასალის სრულყოფისთვის აუცილებელია დავეხმაროთ მოსწავლეს წიგნთან მუშაობაში. ეს აქტივობა ბავშვებს მისცემს დაკვირვების, გამოკვლევის და ექსპერიმენტის ჩატარების საშუალებას.
აქტივობა 2. „ხის გულისცემა“
მიზანი: დაკვირვება ბუნებაში მიმდინარე ცვლილებებზე. დაკვირვების, კვლევისა და ექსპერიმენტის ჩატარების უნარის განვითარება.
მასალა: აქ დამრიგებელს დაეხმარება სტეტოსკოპი (ფონენდოსკოპი).
დამრიგებელი მოსწავლეებს ესაუბრება, რომ ხე ცოცხალი არსებაა. იგი იკვებება, სუნთქავს, ისვენებს. მასში მაცოცხლებელი სითხე ისევე მოძრაობს, როგორც სისხლი ადამიანში. ხის „გულისცემის“ მოსასმენად საუკეთესო დროა გაზაფხული, როდესაც ხეები ახალი სასიცოცხლო ციკლისთვის ემზადებიან.
დამრიგებელი სკოლის გარეთ აქტივობისას ირჩევს თხელი კანის მქონე მოზრდილ ხეს. ფართოფოთლოვან ხეში სითხის მოძრაობის მოსმენა უფრო იოლია, ვიდრე წიწვოვანში.
დამრიგებელმა სტეტოსკოპი ხის ტანს უნდა მიადოს და გაუნძრევლად ეჭიროს. ასე მოასმენინოს მოსწავლეებს ხის „გულისცემა“. აქტივობის შემდეგ შეიძლება ერთად იმსჯელონ, თუ რას გრძნობდნენ, როდესაც ხის „გულისცემას“ ისმენდნენ.
მიმართულება
უსაფრთხოება და მოქალაქეობრივ-პატრიოტული ცნობიერება
თემა 1
ისტორიული და კულტურული მნიშვნელობის მქონე ადგილები, ძეგლები
აქტივობა 1.
დამრიგებელი წრეში სვამს ბავშვებს, სთხოვს, რომ 3 წუთის განმავლობაში დახუჭონ თვალები და გაიხსენონ გზა სახლიდან სკოლამდე, რომელი ქუჩიდან მოდიან, როგორი შენობები ან სახლებია გზაზე, ხვდებათ თუ არა პარკი ან ლამაზი შენობა, რომელი ტრანსპორტის საშუალებით მგზავრობენ და ა.შ. 3 წუთის შემდეგ ბავშვები ახელენ თვალებს და აღწერენ იმას, რაც გაახსენდათ.
სავარჯიშოს დასრულების შემდეგ დამრიგებელი აუცილებლად იწყებს საუბარს იმ მიკროგარემოს შესახებ, რომელშიც ბავშვებს ყოველდღიურად უწევთ ცხოვრება. აქ იგულისხმება მათი საცხოვრებელი ადგილი, ქუჩა, ქალაქი თუ სოფელი. დამრიგებლის ამოცანაა, გაააქტიუროს ბავშვებში იმ გარემოზე დაკვირვების უნარი, რომელშიც ისინი ცხოვრობენ, ასევე, უკეთ გააცნოს მათ საკუთარი ქალაქი, სოფელი, მისი ინფრასტრუქტურა, პრაქტიკულად გაააზრებინოს სხვადასხვა სამსახურების მნიშვნელობა, ინფორმაცია მიაწოდოს ქალაქის მმართველობის შესახებ.
დამრიგებელი მოსწავლეებს შემდეგი შეხვედრისათვის ავალებს, რომ დააკვირდნენ საკუთარ საცხოვრებელ ადგილს და მოიპოვონ ინფორმაცია, თუ ვისი სახელობის ქუჩაზე ცხოვრობენ, არის თუ არა რომელიმე მნიშვნელოვანი ადგილი მახლობლად, რისი შეცვლა სურთ და ა.შ.
დამრიგებელი ბავშვებთან ერთად არჩევს დავალებას.
დამრიგებელი აგრძელებს თემას ისტორიულ - კულტურული ადგილებისა და მათი მნიშვნელობის შესახებ, შემდეგ კი ასეთ აქტივობას სთავაზობს:
აქტივობა 2.
დამრიგებელი ბავშვებს აძლევს შემდეგ დავალებას: უნდა წარმოიდგინონ, რომ მათთან სტუმრად აპირებენ ჩამოსვლას მათი თანატოლი უცხოელი სტუმრები, რომელთაც აინტერესებთ ქალაქის ან სოფლის დათვალიერება. მოსწავლეებმა უნდა მოიფიქრონ, თუ სად წაიყვანენ ისინი სტუმრებს და რას აჩვენებენ.
ამის შემდეგ ბავშვები ერთმანეთს უზიარებენ ექსკურსიის გეგმას. განხილვის შემდეგ დამრიგებელი ბავშვებს ეხმარება ყველაზე საინტერესო ექსკურსიის მარშრუტის შერჩევაში და რეალურად მიჰყავს ბავშვები ექსკურსიაზე.
|
ძალიან მომეწონა,მაგარია
ОтветитьУдалить